"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა "იფსვიჩთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და რიგ საკითხებზე ამომწურავად ისაუბრა.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თუმცა მალევე "წითელ ეშმაკები" ავტოგოლისა და მატიას დე ლიხტის ზუსტი დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ.
43-ე წუთზე პატრიკ დორგუმ "ოლდ ტრაფორდელები" უმცირესობაში დატოვა, რის შემდეგაც "ტრაქტორები" თამაშში დაბრუნდნენ და ანგარიში 2:2 გახადეს.
მატჩის ბედი ჰარი მაგუაირმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გამარჯვების გოლი გაიტანა.
"დღეს იმედგაცრუებულად არ ვგრძნობ თავს. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ გუნდი უმკლავდებოდა რითმს და მსვლელობას თამაშისას.
გაძევებამ შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. სრულად ვიმსახურებთ სამ ქულას.
რაც შეეხება დორგუს, ის პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზადაა, ეს მან ბოლო რამდენიმე მატჩში დაამტკიცა. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია დაუშვას მსგავსი შეცდომა. ბურთზე თამაში სურდა, მაგრამ, ალბათ, ცოტა უყურადღებო იყო აღნიშნულ მომენტში.
ჩვენ ვგეგმავდით 5-3-1 თამაშს. ვიცი, რომ სარისკო იყო გარნაჩოს შეცვლა, რადგან ის იყო ჩვენი ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც შეეძლო ერთი-ერთზე წასვლა მოწინააღმდეგეზე, თუმცა ვგრძნობდი, რომ გუნდი აკონტროლებდა თამაშს",- განუცხადა ამორიმმა BeanymanSports-ს.
ინტერვიუები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.