ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა. Football365-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
ტრანზაქციის დასრულების შანსები შეფასებულია 95 პროცენტით. "წითელი ეშმაკები" მზად არიან "ნაპოლის", რომელიც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობს, კომპენსაციის სახით 70 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ამჟამად ვიქტორი იჯარით სტამბულის "გალათასარაიში" თამაშობს. თურქული სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ოსიმენმა 19 მატჩი ჩაატარა.
ნიგერიელმა 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.