მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "იუნაიტედის" დამრიგებელმა კლუბში არსებულ პრობლემებზე ცალსახად ისაუბრა.
"მატჩების მოგება საკმაოდ რთულია. ეს წელი მართლაც რთულია ყველასთვის, რადგან კლუბში ბევრი ცვლილება მოხდა.
თუ თქვენი გუნდი კარგად თამაშობს და იგებს მატჩებს, გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის ადვილია ცვლილებების ეტაპის გავლა.
ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ როგორც კლუბში, ასევე მოედანზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უკეთ გამოვიდეთ მდგომარეობიდან.
მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ყველა საშინაო მატჩის მოგებას ველოდები გამომდინარე იმ ატმოსფეროდან რაც "ოლდ ტრაფორდზეა".
არ ვგრძნობ ზეწოლას - ჩვენი გულშემატკივარი საოცარია. "ოლდ ტრაფორდზე" ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას ბოლომდე. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალ მატჩზე. ყოველი ახალი თამაში ახალი გამოწვევაა.
თანამშრომლების გათავისუფლებას რაც შეეხება? ჩვენ უნდა მოვაგვაროთ კლუბის პრობლემები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მოვხვდით ამ სიტუაციაში.
ეს ქმედებები დიდ კავშირშია გუნდის წარუმატებლობასთან. ჩვენ ვართ კლუბის ძრავა. მინდა დავეხმარო გუნდს და ფეხბურთელებს, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას", - განაცხადა სპეციალისტმა "იფსვიჩთან" გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.