თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2025, 23:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 650,
კომენტარები: 5
მეგა ტრანსფერის მოლოდინში
კლუბის სტრატეგიული ტრანსფერების მოლოდინშია.
მეგა ტრანსფერის მოლოდინში
"იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ზაფხულში შეტევის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"წითელი ეშმაკები" აქტიურად არიან დაინტერესებული "ნაპოლის" ფორვარდით ვიქტორ ოსიმჰენით, რომელიც მიმდინარე სეზონში თურქულ "გალათასარაიში" იჯარის წესით ასპარეზობს.

როგორც "Napoli Magazine"- იუწყება, ინგლისური კლუბი მზადაა გამოყოს საკომპენსაციო თანხა, რომელიც ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტში აქვს მითითებული - 75 მილიონი ევროს ოდენობით.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი "გალათასარაიში" იჯარის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს აუცილებლად დატოვებდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა კლუბის მფლობელთან და გუნდის რამდენიმე მოთამაშესთან.

26 წლის ოსიმჰენმა თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და პარტნიორებს ოთხი საგოლე გადაცემა გაუწია.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2025 23:20
  • სიახლეები: 2880
  • კომენტარები: 3922
პოგბა, ოსიმჰენი, სონ მინი, გუნდს დავემსგავსებით ცხელი ზაფხული გველოდება, ამორიმის გაშვებაზე საუბარი ზედმეტი უნდა იყოს.
0
№2
ავტორი: PaLoMo
25 თებერვალი 2025 08:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4079
გვჭირდება ესეც და სონიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
26 თებერვალი 2025 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11544
ციტატა: Svanchester
პოგბა, ოსიმჰენი, სონ მინი, გუნდს დავემსგავსებით ცხელი ზაფხული გველოდება, ამორიმის გაშვებაზე საუბარი ზედმეტი უნდა იყოს.

100% მგონია რო ამას მოიყვანენ !!!
0
№4
ავტორი: Roberto
26 თებერვალი 2025 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 498
ამას პსჟ არ დათმობს,თან ხელფასითაც დააკმაყოფილებენ
0
№5
ავტორი: Svanchester
27 თებერვალი 2025 12:51
  • სიახლეები: 2880
  • კომენტარები: 3922
ციტატა: Roberto
ამას პსჟ არ დათმობს,თან ხელფასითაც დააკმაყოფილებენ

როგორც იწერება იუნაიტედში სურსო თვითონ თამაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top