ფეხბურთელი რომელიც სპეციალისტის თვალში დიდ ნდობას იმსახურებს - ბრუნო ფერნანდეში ამორიმის შემადგენლობის ყველაზე სანდო და საიმედო წევრია.
"ბრუნო "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერია და სრულად ვენდობი მას. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ეს ის ბიჭია, რომელიც რთულ მომენტებში თამაშს საკუთარ თავზე იღებს. ის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის",– პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
30 წლის ფერნანდეში ამ სეზონში, პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 25 მატჩში გამოვიდა, გაიტანა ექვსი გოლი და ასევე ექვსჯერ გააკეთა საგოლე გადაცემა.
პორტუგალიელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.