ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა კვლავ მოირგოს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური.
Transfer News Live, ჟურნალისტ ჟაკ ტალბოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 31 წლის პოგბამ უკვე გამართა პირადი საუბარი "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელთან, რუბენ ამორიმთან.
აღნიშნულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის პოგბას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
კლუბს სურს დაბალ ხელფასზე შეთანხმდეს, თუმცა ბონუსების სისტემით შეავსოს ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ 10 მარტს პოლ პოგბას დოპინგის გამო არსებული დისკვალიფიკაციის ვადა იწურება.
ამჟამად, გამოცდილი ფრანგი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოქმედებს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.