"მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად რომ, რთულ პერიოდს გადის, ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამორიმის გუნდი 15-ე ადგილზე იმყოფება.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა რუბენ ამორიმმა, რომელმაც გუნდი ნოემბერში ჩაიბარა, არ ცვლის თავის ტაქტიკურ მოდელს, რომელიც სამ ცენტრალურ მცველს მოიცავს.
სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც Daily Mail-ის ჟურნალისტები იუწყებიან, ფეხბურთელების თავდაჯერებულობა და ნდობა მენეჯერის მეთოდების მიმართ იკლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" არის მოთამაშეთა უკმაყოფილო ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუნდის გამარჯვებები ფეხბურთელების ოსტატობის ან იღბლის შედეგია და არა მწვრთნელის ტაქტიკური წარმატების.
"ასე ჩანს: ამჯერად გაგვიმართლა, მაგრამ შემდეგ ჯერზე შეიძლება აღარ გაგვიმართლოს", - გაჟონა ინფორმაციამ "იუნაიტედის" გასახდელიდან ერთ ერთი მატჩის დროს