დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობს, დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.
წყაროს ცნობით, 32 წლის ერიკსენს ზაფხულში ეწურება კონტრაქტი, სავარაუდოდ, ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება, რადგან ფეხბურთელი დიდი ალბათობით გადაწყვეტს ბუცების ლურსმანზე დაკიდებას.
ერიკსენი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2022 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მიიღო 21 მატჩში ყველა ტურნირზე ერთადაღებული.
რაც შეეხება პირად აქტივს, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა ოთხი შედეგიანი გადაცემა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.