თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2025, 07:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 741,
კომენტარები: 1
ამორიმი: "საერთო ენა ვერ გამოვნახეთ"
სპეციალისტი რეშფორდზე საუბრობს.
ამორიმი:
დიდი მოლოდინების შემდეგ, მარკუს რეშფორდის "მანჩესტერული" კარიერა დასრულდა.

ალბათ სადავო არ არის ის მოსაზრება, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს შეეძლო მეტისთვის მიეღწია "წითელი ეშმაკების" რიგებში ვიდრე ეს მან შეძლო.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი კარიერას უნაი ემერის "ასტონ ვილა"- ში გააგრძელებს.

რეშფორდის შესახებ საინტერესო განცხადებას აკეთებს გუნდის ამჟამინდელი მენეჯერი რუბენ ამორიმი და აცხადებს, რომ ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო.

"შემიძლია ვთქვა, რომ ვერ შევძელი რეშფორდისთვის გადამეცა ის, თუ როგორ ვხედავ სწორ მიდგომას ვარჯიშებსა და მატჩებისადმი.

ზოგჯერ ფეხბურთელი მართლაც კარგად გამოიყურება ერთი მწვრთნელის ხელში, მაგრამ მნიშვნელოვნად იცვლება სხვასთან. მარკუსსა და უნაის (ემერის) მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედია, ისინი იპოვიან საერთო ენას, რადგან ჩვენ ძალიან კარგ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ",
– განაცხადა ამორიმმა ინგლისის თასის მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე.
ახალი ამბები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2025 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11531
ვნახოთ აბა რას იზავს აგერ ანტონი დაფრინავს :)
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top