თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2025, 07:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 697,
კომენტარები: 1
იორო: "ამორიმი მოგკლავს თუ ამას არ გააკეთებ"
ფეხბურთელი სპეციალისტს აქებს.
იორო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ლენი იორომ, რუბენ ამორიმთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.

ფრანგი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" ზაფხულში შეუერთდა, ხოლო პორტუგალიელი მწვრთნელი ნოემბერში დაინიშნა.

"ვიტყოდი, რომ ჩვენ ძალიან მძიმე ვარჯიშები გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. დატვირთული სესიები გვაქვს, და ამორიმისთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია – როგორც ვარჯიშობ, ისე თამაშობ.

მთავარია, მაქსიმალურად დაიხარჯო და შენი შესაძლებლობები გამოავლინო. თუ ვარჯიშებზე საკმარისად არ მუშაობ, ზარმაცი ხარ, ამორიმს არ მოეწონები – ის უბრალოდ მოგკლავს"
– თქვა იორომ რიო ფერდინანდის პოდკასტში.

პარასკევს "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "ლესტერს" ინგლისის თასის მატჩში დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:59 საათზე 7 თებერვალს დაიწყება.
სიახლეები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2025 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11531
მჯერა ამორიმის რო მიაღწევს წარმატებას ნუ რაც მთავარია სერიოზული განახლება და გაწმენდა უნდა მოხდეს გუნდის !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top