თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2025, 17:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 706,
კომენტარები: 1
კაზემიროს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ბრაზილიელს იტალიაში ეპატიჟებიან.
კაზემიროს ახალი მსურველი გამოუჩნდა
"მანჩესტერული" კარიერა დასასრულს უახლოვდება, კაზემირო მზადაა ახალი გამოწვევების მისაღებად, როგორც ჩანს ტრანსფერი ზამთრის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელდება.

როგორც იტყობინება ცნობილი გამოცემა Sky Sports, 32 წლის ბრაზილიელის გადაბირებით იტალიური "რომა" ინტერესდება.

სერია A-ს ბინადარი კლუბი ფეხბურთელის თაობაზე სულ მალე მოამზადებს შეთავაზებას. ამასთან, აღინიშნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მიიღოს კაზემიროს იჯარით გასხვისების გადაწყვეტილებაც, თუმცა კლუბი უპირატესობას ანიჭებს სრული გაყიდვის ვარიანტს.

ამ დროისთვის კონკრეტული წინადადებები არ არის. სავარაუდოდ, "რომა" ნახევარმცველს იჯარის ხელშეკრულებით აიყვანს.

2024/2025 წლების სეზონში კაზემირომ ჩაატარა 22 მატჩი, სადაც გაიტანა 3 გოლი. Transfermarkt მოთამაშეს 12 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2025 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11531
არადა არაა იმ ასაკში რო ესე მოეკლო კაზეს რა მაგრად მწყდება გული :((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top