"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ანტონი იჯარის წესით "ლა ლიგაში" იასპარეზებს, ესპანურმა "ბეტისმა" თითქმის დაასრულა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები.
როგორც საფეხბურთო ინსაიდერი მატეო მორეტო იტყობინება, ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე ზემოხსენებული კლუბის ღირსებას დაიცავს.
შეთანხმებაში არ არის ხსენებული საბოლოო გამოსყიდვის ოფცია. ანტონიმ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
24 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება "წითელ ეშმაკებთან" 2027 წლის შუა რიცხვამდე აკავშირებს. ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება ექსპერტების შეფასებით 20 მილიონი ევროა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.