საფეხბურთო საინფორმაციო წყაროების თანახმად, ყველაფერი მიემართება იმისკენ, რომ მალე მარცხენა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დატოვებს და "პსჟ"-ში გადავა.
იტალიური კლუბის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ცოტა ხნის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ქართველს ნებართვა მიეცემა წასვლისთვის.
ამ ფონზე "ნეაპოლელები" ცდილობენ შეტევის ხაზში ალეხანდრო გარნაჩოს დამატებას, რომელსაც ბოლო დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის.
როგორც იტყობინება Sport Italia, "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ უკვე დაიწყო "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებიე.
ავტორიტეტული პორტალის Transfermarkt-ის სპეციალისტები 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს 50 მილიონ ევროდ აფასებენ.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.