თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2025, 07:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1002,
კომენტარები: 3
ფეხბურთელი კლუბში დიდხანს დარჩება
ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია.
ფეხბურთელი კლუბში დიდხანს დარჩება
22 წლის გარემარბმა ამად დიალომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახური იტყობინება.

კოტ'დივუარელის კონტრაქტი ინგლისურ გიგანტთან 2030 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. შეგახსენებთ, რომ დიალო "მანჩესტერის" ფეხბურთელი 2021 წლის იანვარში გახდა.

მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მიიღო 28 მატჩში, ყველა ტურნირის ჩათვლით, გაიტანა ექვსი გოლი და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

Transfermarkt-ის პორტალის ინფორმაციით, დიალოს ღირებულება 25 მილიონი ევროა.

12 იანვარს რუბენ ამორიმის შეგირდები ინგლისის თასის 1/32 ფინალში სტუმრად "არსენალს" დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2025 07:05
  • სიახლეები: 2867
  • კომენტარები: 3911
პირველი სიახლე საიტზე 2025 წელს )) კაი ამბავია და სულ კარგად წასულიყოს ჩვენი საქმე. დიალოს ახალი კონტრაქტი ნამდვილად კარგი საქმეა, პერსპექტიული და იმედისმომცემი ფეხბურთელია რომელიც სტაბილურად განვითარების შემთხვევაში დიდ დამრტყმელ ძალად იქცევა
0
№2
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2025 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11531
მაგრად გამიხარდა ძალიან მაგარი ბიჭია უყვარს კლუბი ბოლომდე ბრძოლობს სირბილი არ ეზარება და კლასიც აქვს .. წარმატებები ამადს<3
0
№3
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2025 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4071
ეს იმსახურებდა კიდეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top