"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
პორტუგალიელ მწვრთნელს გუნდში ვიქტორ ოსიმენის ხილვა სურს, რომელიც, მოგეხსენებათ, იტალიური "ნაპოლი"- დან იჯარის წესით თურქულ "გალათასარაი"- ში ასპარეზობს.
აღნიშნულის შესახებ Transfer News Live-ი El Nacional-ზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მენეჯერი არ არის კმაყოფილი რასმუს ჰოილუნის შედეგებით, არც ჯოშუა ზირკზეთი და მითუმეტეს მარკუს რაშფორდით რომელიც გუნდს დიდი ალბათობით მალევე დატოვებს, ამიტომ მას ახალი სისხლი სჭირდება, თავდამსხმელი რომელიც სტატისტიკას გააუმჯობესებს და თამაშის ხარისხს შეცვლის წინა ხაზში.
ოსიმენის ტრანსფერი შესაძლოა 75 მილიონი ევრო დაჯდეს. 25 წლის ფეხბურთელმა "გალათასარაის" მაისურით 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.