როგორც ჩანს რუბენ ამორიმს გუნდში, ლუკ შოუს შემცვლელის მოყვანა აქვს გადაწყვეტილი. ცალსახაა რომ აღნიშნული პოზიცია "იუნაიტედისთვის" ინგლისელის ტრავმიანობის შემდეგ პრობლემურია.
DAZN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იტალიური "მილანის" მარცხენა მცველი ტეო ერნანდესია.
ამ დროისთვის ინგლისურ გრანდს ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ "მილანთან" ან თავად ერნანდესთან, თუმცა გარკვეული კონტაქტები შესაძლოა უახლოეს მომავალში დამყარდეს.
ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt-ის სპეციალისტები 27 წლის ტეო ერნანდესს 50 მილიონ ევროდ აფასებენ.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა "მილანის" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ჭორები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.