ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ბაკარი სანია მიიჩნევს, რომ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს.
"დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედი" განსხვავდება იმ "მანჩესტერისგან" რომელიც პოგბას დროს ასპარეზობდა.
"იუნაიტედს" ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს - ის ფეხბურთელი იყო, მას ესმის კლუბის სიტუაცია. ამორიმი ალბათ, ისურვებდა ვარჯიშზე პოგბას მსგავსი ფეხბურთელი ჰყავდეს გუნდში.
დარწმუნებული ვარ, ის მზად იქნება დაბრუნებისთვის. ბევრჯერ ველაპარაკე პოლს. მას უყვარს "იუნაიტედი", - განუცხადა სანიამ Mega Dice-ს.
მოგეხსენებათ, პოლ პოგბა ფეხბურთში დაბრუნებას მარტში შეძლებს, როცა ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურება.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.