თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2024, 08:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1246,
კომენტარები: 6
ამორიმის ფავორიტი სამიზნეები
სპეციალისტმა სატრანსფერო მიზნები დასახა.
ამორიმის ფავორიტი სამიზნეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერებას მნიშვნელოვანწილად გეგმავს.

"წითელი ეშმაკები", ნაკლებად სავარაუდოა, რომ იანვარში, სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებენ, თუმცა ზაფხულში ისინი სავარაუდოდ არაერთი გახმაურებული ტრანზაქციის განხორციელებას შეეცდებიან.

Fichajes-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ამორიმმა ინტერესთა სიაში შეიყვანა სამი ვარსკვლავი ფეხბურთელი: ფორვარდები ვიქტორ გიოკერესი (ლისაბონი სპორტინგი) და ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, იჯარით გალათასარაიში), ასევე "ევერტონის" ცენტრალური მცველი ჯერედ ბრანტუეიტი.

ამჯერად ნაკლებსავარაუდოა ინგლისურმა გრანდმა გაძლიერება იანვარში გადაწყვიტოს, მთავარი სატრანსფერო მიზნები ზაფხულში განხორციელდება. ამორიმი კი გუნდის მიმდინარე რესურსით ეცდება კლუბს მაქსიმალურად დადებითი შედეგი მოუტანოს.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
21 ნოემბერი 2024 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ალფონსო დევისზე უნდა დაჩალიჩდნენ უეჭველი, მეორე წელია მარცხენა მცველის გარეშე ვთამაშობთ, ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თან რეალიც დაინტერესებულია, ამიტომ ზამთარში ბაიერნი თანხის აღებაზე წესით თანახმა უნდა იყოს თუ რათქმა უნდა თვითონაც სურს აქ გადმოსვლა. სიას რაც შეეხება, ეს გიოკერესი წელს დაფრინავს და თუ ზაფხულში უნდათ მოყვანა, მაშინ ჰოილუნდი გასაყიდია, 2 წელია ვუყურებ და ტიპმა მეორე სართული ვერ მოიგო, ამხელა ამბალი რომ დგახარ გადმოგდებულ ბურთზე ერთხელ მაინც ხო შეიძლება დაიტოვო ბურთი, ან მკერდით მიიღოს ან საერთოდ მიიღოს, არაა ამ გუნდის დონის ჩემი აზრით ეს ბიჭი. აი ზირკზე აბსოლუტურად სხვა სტილის ფორვარდია და მის გაშვებას არ მივესალმები თან ახლა გადმოვიდა და დრო ჭირდება მაინც ადაპტაციისთვის.
1
№2
ავტორი: Chesterman
21 ნოემბერი 2024 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 695
სამწუხაროდ ჰოილუნი არაა(ვერაა) ის რასაც ველოდით ზირკზი მითუმეტეს.დარჩენილი სეზონიაქ დრო ჩემი აზრით ცოტა მაინც დაამტკიცოს ჰოილუნმა ამორიმის ხელში თორე სხვა მოვა პირველ ფორვარდად
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 ნოემბერი 2024 10:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
როგორ ხართ მეგობრებო? დიდი ხანია არ დამიწერია აქ არაფერი...


გიოკერესი ძაან მაგარია და ალბათ მაგის მოყვანას ეცდებიან, მაგრამ თან ჰოილუნ-ზირკზეს რა ბედი ეწევათ ესეც საინტერესოა, ჯოშუა ახალი მოსულია და ჯერ მაინც დროს მივცემდი მე, თან ახალი მწვრთნელის ხელში, ჰოილუნმა თუ არ მოუმატა გაუჭირდება ძაან.

ბრაუნტვეიტი კლუბის ახირებაა თორე არამგონია ამორიმს მოსვლისთანავე ეგ მოენდემობინა
0
№4
ავტორი: ikeoni
23 ნოემბერი 2024 06:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: SANDROGRIGA
როგორ ხართ მეგობრებო? დიდი ხანია არ დამიწერია აქ არაფერი...


გიოკერესი ძაან მაგარია და ალბათ მაგის მოყვანას ეცდებიან, მაგრამ თან ჰოილუნ-ზირკზეს რა ბედი ეწევათ ესეც საინტერესოა, ჯოშუა ახალი მოსულია და ჯერ მაინც დროს მივცემდი მე, თან ახალი მწვრთნელის ხელში, ჰოილუნმა თუ არ მოუმატა გაუჭირდება ძაან.

ბრაუნტვეიტი კლუბის ახირებაა თორე არამგონია ამორიმს მოსვლისთანავე ეგ მოენდემობინა

კარგად შენ როგორ ხარ რატო არ ჩანდი? გიოკერესი მოიყვანენ დარწმუნებული ვარ და კიდე სხვა მოთამაშეებიც მოვლენ უბრალოდ მართლა საინტერესოა რა ფეხბურთს ვითამაშებთ ფაქტია 3 წელი დაფრინავდა სპორტინგი
0
№5
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2024 07:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
სალამი მეგობრებო.მომენატრა აქაურობა.ცოტა მეტი ვიქტიუროდ.მეც შეძლებისდაგვარად შევცედები აქტიურობას.
რაც შეეხება ამორიმს იმედია გაამართლებს.მისი სპორტინგი დაფრინავს და ჩვენთანაც იგივეს გააკეთებს.
რაც შეეხება ფორვარდს გიოჯეტესი სჯობს თუ ოსიმენი არვიცი.ფაქტია პერსპექტიულია ახალგაზრდებმა ვერაფერი ქნეს ჩვენთან.ვარსკვლავებიც ქრებიან და რა და როგორ იქნება ამას დრო გვიჩვენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2024 08:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
როგორ ხართ მეგობრებო? დიდი ხანია არ დამიწერია აქ არაფერი...


გიოკერესი ძაან მაგარია და ალბათ მაგის მოყვანას ეცდებიან, მაგრამ თან ჰოილუნ-ზირკზეს რა ბედი ეწევათ ესეც საინტერესოა, ჯოშუა ახალი მოსულია და ჯერ მაინც დროს მივცემდი მე, თან ახალი მწვრთნელის ხელში, ჰოილუნმა თუ არ მოუმატა გაუჭირდება ძაან.

ბრაუნტვეიტი კლუბის ახირებაა თორე არამგონია ამორიმს მოსვლისთანავე ეგ მოენდემობინა

კარგად შენ როგორ ხარ რატო არ ჩანდი? გიოკერესი მოიყვანენ დარწმუნებული ვარ და კიდე სხვა მოთამაშეებიც მოვლენ უბრალოდ მართლა საინტერესოა რა ფეხბურთს ვითამაშებთ ფაქტია 3 წელი დაფრინავდა სპორტინგი


მადლობა მეც კარგად ❤️
დავბრუნდი უკვე და განვიხილოთ ხოლმე მატჩები :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top