ლისაბონის "სპორტინგის" მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი შესაძლო გადასვლის შესახებ პარასკევს გასამართი მატჩის შემდეგ ისაუბრებს.
დღეს პორტუგალიის ჩემპიონატის ეგიდით "სპორტინგი" "ეშტრელას" დაუპირსპირდება, სადაც ლისაბონელები მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ამორიმი სანაკრებო პაუზის შემდეგ "იუნაიტედს" ჩაიბარებს, რის შესახებაც მას, ბუნებრივია, ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამენ.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ამორიმმა განაცხადა: "ვიცი, რომ აქ ამის შესახებ სალაპარაკოდ მოხვედით, მაგრამ მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ გეტყვით ყველაფერს. ახლა კი მინდა, რომ გუნდიც და მეც მხოლოდ ამ თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებული.
გპირდებით, რომ პარასკევს მატჩის შემდეგ ყველაფერი გაცხადდება. ახლა რომ ვილაპარაკო, გუნდი კიდევ უფრო დესტაბილიზირებული იქნება. ახლა მხოლოდ "ეშტრელაზე" ვფიქრობთ. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვაგვარად, ვერაფერს გეტყვით, რადგან სიტუაცია ჩემს კონტროლს არ ექვემდებარებოდა".
ხოლო შეკითხვას, თუ რა მოსწონს მას პრემიერ ლიგაში, ამორიმმა უპასუხა: "ყველაფერი".
ახალი ამბები, ინტერვიუები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.