მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რასაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლისაბონის "სპორტინგის" მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს შეუთანხმდა.
აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, ერიკ ტენ ჰაგმა "ვესტ ჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა "იუნაიტედი", კლუბს კი ამჟამად დროებითი მწვრთნელის რანგში რუდ ვან ნისტელროი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე მოასწრო ერთი მატჩის ჩატარება ინგლისის ლიგის თასზე, სადაც მისმა გაწვრთნილმა "წითლებმა" "ლესტერ სიტი" 5-2 გაანადგურეს.
როგორც პრესაში იწერება, ვან ნისტელროი არ დარჩება ამავე პოზიციაზე და მას სულ მალე ამორიმი შეცვლის, რომელიც თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" სანაკრებო შესვენების შემდეგ გადაბარდგება.
პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, "სპორტინგთან" ერთად სანაკრებო პაუზამდე დარჩენილი მატჩებიც ჩაატაროს და ახალ თავგადასავალს შემდეგ შეუდგეს, რაც თავის მხრივ დააკმაყოფილა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ.
მოსალოდნელია, რომ ამორიმი "წითელი ეშმაკების" მწვრთნელის რანგში "იპსვიჩთან" მატჩში ვიხილოთ
ახალი ამბები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.