კარაბაო თასის მეოთხე რაუნდში "ლესტერ სიტის" განადგურების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდ ვან ნისტელროიმ მატჩის შემდგომ ჟუნრალისტებთან ისაუბრა.
სუპერ მხარდაჭერა"აქამდე მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე შერეული შეგრძნებები მაქვს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ერიკმა დაგვტოვა. ის იყო ადამიანი, ვინც აქ მომიყვანა. ცუდია, რომ წავიდა, მაგრამ ის ორი ტიტულით გვტოვებს და შეუძლია, ამის გამო იამაყოს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ პირველივე სამატჩო დღეს 75 ათასი გულშემატკივარი ესწრება თამაშს და გუნდს მხარს უჭერს. ისინი დაუჯერებლად ძლიერ მქომაგობდნენ."
"იუნაიტედი" არასდროს შეჩერდება"როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელები სათანადოდ მოვამზადეთ და უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ფანტასტიკურები იყვნენ. ქება-დიდება გუნდს, მათ შესანიშნავად ითამაშეს რთული მომენტის გადატანის შემდეგ. განცხადების გამოსვლის დღესვე რთული გადასატანი იყო როგორც მათთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 75 ათასი გულშემატკივრისთვის ვიბრძოლებდით სტადიონზე, მილიონობით მაყურებლისთვის კი მსოფლიო მასშტაბით. გვინდოდა, მათთვის გვეჩვენებინა, რომ ეს გუნდი შენდება, ბრძოლას აგრძელებს და არასდროს გაჩერდება".
ბრუნო სეზონის "სიმშრალეს" კლასიკურად ასრულებს"ყველამ ვიცით, რომ მისი უნარების მქონე ფეხბურთელს უბრალოდ მცირე იღბალი სჭირდება გოლების გასატანად და შემდეგ უკვე დაიწყებს მრავლის გატანას. მის გამო ძალიან მიხარია. ის გუნდს უამრავი რთული მომენტების დროს გაძღოლია და ძალიან კარგია, რომ აქ გვყავს".
მზაკვრული მატჩი"უნდა ვთქვა, რომ "ფენერბაჰჩესა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, თუნდაც "კრისტალ პალასი" ავიღოთ, უფრო მეტი და უკეთესი შანსები შევქმენით, ვიდრე დღეს. გაგვიმართლა ძელის დროსაც და რიკოშეტის დროსაც. როგორც უკვე ვთქვი, უკეთესი შანსები შევქმენით, ვიდრე დღეს, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს იღბალი დავიბრუნეთ და მას არ დავკარგავთ".
სასიამოვნო გოლები"რამდენიმე ლამაზი გოლი გავიტანეთ. პირველი სრული მშვენება იყო კაზემიროსგან. ძალიან ვისიამოვნე ამ მომენტით, რადგან შორეულ კუთხეში გატანილი საოცარი გოლი გამოვიდა. საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია და მიხარია, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს. გარნაჩოს შესრულებაც ძალიან კარგი იყო დიოგუ დალოს პასის შემდეგ. ვფიქრობ, მაყურებელი ლამაზი საფეხბურთო საღამოს ხილვით ბრუნდება სახლში."
მომავალი?"აქ მოვედი, როგორც ასისტენტი და მოვედი იმისთვის, რომ დავხმარებოდი კლუბს, ამ როლშიც ისევე დავეხმარები, როგორც მანამდე. მომავალში, ნებისმიერ ვითარებაში, აქ ვიქნები, სანამ კლუბს დავჭირდები, რომ მომავლის შენებაში წვლილი შევიტანო. ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვისაც ამ კლუბისთვის საუკეთესო სურს და ეს მუდამ ასე იქნება. ახლა, მნიშვნელოვანია კვირაზე კონცენტრირება, როცა "ჩელსისთან" მატჩი გვექნება. ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი"
წყარო:
Manutd.com