ერიკ ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
"წითელმა ეშმაკებმა" ნიდერლანდელ სპეციალისტთან პროფესიული კავშირის გაწყვეტა "ვესტ ჰემთან" დამარცხებიდან მეორე დღესვე განაცხადეს.
ტენ ჰაგი ინგლისურ გრანდს 2022 წლის ზაფხულიდან წვრთნის. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოლანდიელმა გუნდთან ერთად ორი თასი მოიგო - ლიგის თასი (2023 წელს) და ასოციაციის თასი (2024 წელს).
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს, ლიგის თასზე "ლესტერთან" გამართავს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.