თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2024, 11:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1377,
კომენტარები: 4
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
რა ბედი ეწევა ერიკ ტენ ჰაგს ?
კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი უახლოეს მომავალში არ გათავისუფლდება. ასეთია მიღებული გადაწყვეტილება.

ცოტა ხნის წინ კლუბის ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ნიდერლანდელი მწვრთნელის მომავალზე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა.

სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ საერთაშორისო სანაკრებო შესვენების დასრულებამდე.

ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. ევროპა ლიგაზე კი "წითელი ეშმაკები" ორი ტურის შემდეგ მოპოვებული ორი ქულით საერთო რეიტინგში 21-ე ადგილზე იმყოფებიან.

ფაბრიციო რომანო ასევე იუწყება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ მენეჯერი კლუბს დატოვებს მას გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი ჩაანაცვლებს.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
11 ოქტომბერი 2024 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1519
არ იჩქაროთ ძმებო არა, აი გასავარდნ ზონაში რომ ვიქნებით მერე შეცვალეთ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
12 ოქტომბერი 2024 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11501
მაინც მგონია რო მალე გაუშვებენ
0
№3
ავტორი: N.Vidic
14 ოქტომბერი 2024 01:06
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 90
რადგან ტუხელზე ისაუბრეს, შესაბამისად რაღაც ვადა არსეობს და იმედია მოკლე, რაც შეიძლება მალე უნდა დაგვტოვოს ჰოლანდიელმა. ძალიან მშიშარა სტილი აქვს, ძალიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№4
ავტორი: Once red devil always red
19 ოქტომბერი 2024 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ხვდებით ახლა ჩემო მეგობრებო რატოა ჩვენთან ტრავმების ასეთი ეპიდემია? აგერ დელიხტის მაგალითი არის პასუხი. სასწრაფოდ ამ თამაშის მერე ჰააგი თავის შტაბიანად გასაშვებია. თუარგვინდა მართლა ჩემოიონშიფში გავარდეთ. სირცხვილია უბრალოდ რაც ხდება. ფერგი ჩამოართვეს სტატუსი,აეკრძალა გასახდელში შესვლა შეფხბურთებთან. მოტივი იყო ფინანსების დაზოგვა და საუბარია ენტონის ხელფასის 7%. ზუსტად ამდენს იღებდა ფერგი წლიურად. სირცხვილია ეს მფლობელები,სირცხვილი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top