თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2024, 08:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1511,
კომენტარები: 6
მთავარი კანდიდატი შერჩეულია
მთავარი კანდიდატი შერჩეულია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა სულ მალე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერიკ ტენ ჰაგი გაანთავისუფლოს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის გრძელვადიანი პერსპექტივები კლუბში სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგა.

გავრცელებული ჭორების თანახმად, მას უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ, თუ გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდება რა თქმა უნდა.

ამავდროულად, TeamTalk იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გამოავლინა ტენ ჰაგის შემცვლელი პრიორიტეტული კანდიდატი - ტომას ტუხელი, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

გერმანელ სპეციალისტს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს და თვლის, რომ ინგლისური ფეხბურთი მის სამწვრთნელო ფილოსოფიას შესანიშნავად უხდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ტუხელი "ბაიერნს" გასული წლის მარტიდან 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.


რა აზრის ხართ ტუხელის კანდიდატურაზე?

დადებითი
უარყოფითი

ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 ოქტომბერი 2024 08:09
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ყველა დასახელებულთაგან ეს ნამდვილად ყველას ჯობია, გერმანული ხისტი ხასიათი ნამდვილად გამოგვადგებოდა.
1
№2
ავტორი: sani
4 ოქტომბერი 2024 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
აგრესია კი აქვს მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არ განსხვავდება ტენ ჰაგისგან, ვფიქრობ ესპანელი ან იტალიელი მწრთვნელი გვჭირდება.
რათქმაუნდა ტენ ჰაგზე მეტი ტიტული აქვს მოგებული და კარგი გუნდებიც გაუწვრთნია მაგრამ ბოლო პერიოდში არც პსჟში და არც ბაიერნში არ ჰქონდა კარგი სეზონები და რავიცი ესეც ძაან მეეჭვება რომ ამ სიტუაციაში რამე გვიშველოს იმედია ვცდები და თუ მოვა ასე არ იქნება ისე ვარ უკვე რომ ყველა მწვრთნელში ვისაც უკავშრებენ მანჩესტერ იმედით ვუყურებ რომ რამე გვეშველება
0
№3
ავტორი: Roberto
4 ოქტომბერი 2024 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
პატარა ხნით ნისტელროის რო მისცენ შანსი რა იქნება.თქვენ რას იტყვით?
1
№4
ავტორი: dybbuk
4 ოქტომბერი 2024 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
პრობლემა ისაა რომ დღეს არავინ არ ჩანს ისეთი კანდიდატი რომელზეც ასე თუ ისე ცოტა მეტი თავდაჯერებით იტყვი რომ კარგი ვარიანტიაო. ბოლოს ამასაც რეგრესი ქონდა და ნაკლებად მეიმედება რომ სიტუაციას გამოასწორებს. ზოგადად ამ მანჩესტერს ვინ უშველის ესე გადაჭრით ვერ იტყვი ადამიანი იმდენად მძიმე მდგომარეობაა გუნდში.
0
№5
ავტორი: Malboro463
4 ოქტომბერი 2024 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ამან ბაიერნს ვერ გაუგო რამე და ამ დაქცეულ მანჩესტერს უშველის ნეტა?
მაგრამ ჰაგი მაინც შესაცვლელია
წელს ლიგაზე გასვლის შანსი ევროპის ლიგის მოგებითა ესენი ოთხეულში ვერ შევლენ და იქ შეილება რამეს მიაღწიონ
0
№6
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2024 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
მე ინძაგი მინდა ყველაზე მაგრად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top