"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, პრემიერ ლიგის მომავალ მატჩებში მონაწილეობას შეძლებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფერნანდეშის წითელი ბარათის თაობაზე სარჩელი შეიტანა კომიტეტშ და აპელაციაც მოიგო. შეგახსენებთ, რომ ბრუნომ წითელი ბარათი "ტოტენჰემთან" გასულ მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე ერთადაღებუ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად აქტივში.
3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევროპის ლიგის მეორე ტურის ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "პორტუს" შეხვდება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.