მორიგი წარუმატებელი შეხვედრა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლოდროინდელი შედეგები კრიტიკის ქარცეცხლს ვერ ცდება. ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა ამჯერად "ტოტენჰემთან" განიცადეს კრახი.
"სპურსი" მატჩის მე-3 წუთზე დაწინაურდა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ბრუნო ფერნანდეშის გაძევების გამო "წითელი ეშმაკები" უმცირესობაში დარჩნენ. შესვენების შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" გულშემატკივარმა მასპინძელთა წინააღმდეგ კიდევ ორი გოლი იხილა.
"გოლმა, რომელიც თავიდანვე გაუშვით, ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედა. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მსგავსი შეცდომა "ტვენტესთან" მატჩშიც დავუშვით. შეგვეძლო თამაშში დაბრუნება, შანსები გვქონდა.
წითელი ბარათის შემდეგაც შევქმენით მომენტები. არ მგონია, რომ შედეგი სამართლიანია. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ რაც მოხდა და გავძლიერდეთ. გვჭირდება ფოკუსირება მომავალ თამაშზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს", - განუცხადა ტენ ჰაგმა BBC-ს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.