თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2024, 10:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 818,
კომენტარები: 5
მატჩისწინა პრესკონფერენცია
სპეციალისტის მატჩისწინა განცხადებები.
მატჩისწინა პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰეგი გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

სპეციალისტის თქმით, კლუბი გუნდის გაახალგაზრდავებას ეყრდნობა, ამიტომ დაუყოვნებელი შედეგების მოლოდინი მისი აზრით უადგილოა.

"დიახ, ბოლო ორ სეზონში ჩვენ ვამჯობინებთ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენაზე გავაკეთოთ- ეს ჩვენი არჩევანია.

მესმის ბევრი ადამიანის შთაბეჭდილება ბოლოდროინდელ შედეგებზე, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია.

მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია და ასევე დაკავშირებულია ფინანსურ შეზღუდვებთან, რაც არსებობს. ჩვენ ავირჩიეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამ დროისთვის არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა აჩვენა ტიტულების მოგების უნარი, მაგრამ ახლა უფრო თანმიმდევრული უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ყოველი მატჩის შემდეგ შეგვაფასებენ და ეს ნორმალურია.

ყველა ელის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა მატჩში მოიგებს. ჩვენ ვიცით ამის შესახებ, ეს არავისთვის არ არის საიდუმლო",
- განაცხადა ტენ ჰაგმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე.



წყარო: euro-football


რა შედეგი დაფიქსირდება "ტოტენჰემთან" დაპირისპირებაში?

მოგება
ფრე
წაგება

ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2024 11:02
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
საკუთარი თავის ბოლომდე პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად მსგავს განცხადებებს იწყებენ, ბევრი მახსოვს მსგავსი კომენტარები ჩვენი მწვრთნელების მხრიდან რასაც შემდეგ განთავისუფლება მოჰყოლია, არმგონია ამას დიდი დრო ქონდეს დარჩენილი ოლდ ტრაფორდზე.
2
№2
ავტორი: Dato kutaisi
29 სექტემბერი 2024 20:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ახლა თუ ოლე დააბრუნეს რაზეც იწერება ალაგ ალაგ,სასაცილო მაშინ ვიქნებით
0
№3
ავტორი: Raphaël Varane
29 სექტემბერი 2024 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 119
კიდე კაი დროს წავიდნენ სანჩო და გრინვუდი, თორემ ვარანის კარიერის გაგრძელება იქნებოდა მათი მომავალი

პს კიდე ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ ფორმაციის მანჩესტერი რაც ბოლო 10 წელია არის, ნებიესმიერი პერსპექტიული ფეხბურთელის სასაფლაოა
0
№4
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2024 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
კარგი რა:(((
0
№5
ავტორი: sani
30 სექტემბერი 2024 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ეს თვითკმაყოფილი ნახე რა ბიჭო დანაშაულის გრძნობაც რო არ უჩნდება ტიპს მაგაზე ცალკე მეშლება ნერვები ტოტენჰემი რო 3 ნოლს მოგიგებს და სალაპარაკოს გახდი რავი საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღოს ამან არაფერზე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ მე პირადად ფეხბურთის გარდა ყველაფერს თამაშობს ისეთ გუნდებთან ვაგებთ და გოლსაც ვერ ვიტანთ რო ზოგჯერ ტირილი მინდება ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდად აქცია მანჩესტერი ისეთი გუნდი გახდა რო კონკურენციაზე კიარა ლაპარაკი ვოცნებობ ხოლმე რო არ წააგო მაინც ეს რა ხდება რა უბედურებაა. დიდი იმედი მაქვს რამეს შეცვლის თუარადა თავისი ფეხით უნდა წავიდეს, საწყალი ფერგი ტო კაცი ცუდადღაა ამ ყველაფრის შემხედვარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top