თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2024, 12:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 861,
კომენტარები: 6
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი უკმაყოფილებას ვერ მალავს. ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ინგლისელებმა "ტვენტესთან" მატჩი ფრედ 1-1 დაასრულეს.

ისევე როგორც პრემიერ ლიგა, ნიდერლანდელი სპეციალისტის შეგირდებმა ევროტურნირიც მძიმედ დაიწყეს. "წითელი ეშმაკების" მხრიდან ერთადერთი გოლი კრისტიან ერიქსენმა შეხვედრის 35 - ე წუთზე გაიტანა.

"ბევრ მატჩში დავინახე, თუ რამდენად მაღალია ჩვენი თავდადება მატჩების მსვლელობისას, თუმცა დღეს ვხედავ კრიტიკის სერიოზულ მიზეზებს.

საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება - სარკეშიც უნდა ჩავიხედო, რადგან გუნდის ნაწილი ვარ. ასეთ თამაშებში უფრო მშვიდად უნდა ვიყოთ",
- იუწყება The United Stand-ის ჟურნალისტი ტენ ჰაგის სიტყვებს.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 სექტემბერი 2024 12:10
  • სიახლეები: 2848
  • კომენტარები: 3903
ჩაიხედოს სარკეში ამ კაცმა და უთხრას საკუთარ თავს, რომ ონანათი, ანტონითი, რეშფორდის ძირითადობით, მაგუაიერით და სხვანი მისთანანის ფეხბურთელებით ვერაფერს ვერ მიაღწევს, გუნდს შეტევითი პოტენციალი ვაფშე არ გააჩნია, ან ეს ჰოილუნდი და ზირკზე შეათამაშოს ერთად დააყენოს ტაქტიკა შეცვალოს ყოველ მატჩზე ერთიდაიგივე როგორ შეიძლება.
0
№2
ავტორი: Roberto
26 სექტემბერი 2024 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 479
სალამი ყველას.მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს.ეს კაცი უკვე მართლაც გასაშვებია სანამ კიდევ არის დრო ახალ წლამდე.ვერ გამოდგა და რა უნდა ქნა.თან მაგარი ჯიუტია როგორც ჩანს.მივესალმები დისციპლინას ნებისმიერ საქმეში,მაგრამ დისციპლინას აუცილებლად შედეგი უნდა მოჰქონდეს.უკვე სხვას ვეღარ დააბრალებს გუნდის ამჟამინდელ სიტუაცის.დროც საკმარისად ჰქონდა და მხარდაჭერაც მაგრამ ვერ აღმოჩნდა რა იმ დონის როგორიც საჭირო იყო.ადგნენ და გაუშვან,არც თავი იწვალონ და არც სხვა აწვალონ
0
№3
ავტორი: Malboro463
26 სექტემბერი 2024 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ხომ შეილება ძირითადის 11 კაცი ჩამოაყალიბო და შეათამაშო და მერეც ვინც შემოსაყვანია მოგებას რომ გაინაღდებ მერე ათამაშო? ამ გასაგდებ ფეხბურთელებს დროს რატო უთმობს ვერ ვხვდები
160 მილიონი გადაყარა ანტონიში და მაუნტში სკამზეც რომ არ ვარგა ისეთ ფეხბურთელებში
შედეგს რომ თავი დაანებო ტრანსფერებშიც ჩაჯმული აქ არც ჰოილენდს აქ გამართლებული ჯერჯერობით

გრინვუდი დაიწუნა ჯიგარმა
0
№4
ავტორი: sani
26 სექტემბერი 2024 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
წლებია ამ გუნდის ფანი ვარ რამდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ მაგრამ ამაზე უსახური უაზრო და უტაქტიკო იდეების გარეშე მე არავინ მინახავს თამშს ბოლომდე ვეღარ ვუყურებ გუნდის არანაირი მოტივაცია არ გააჩნია ზოგჯერ მრჩება შეგრძნება რომ საერთოდ არც კი იცის რას ავალებს ფეხბურთელებს რომ გააკეთონ ამას ხო ისევ დევიდ მოიესი ჯობდა ეს ვინაა გამაგიჟა ამდენიწელია მანჩესტერშია და ოთხეულშიც კი ვერ შეიყვანა გუნდი ორი რაღაც თასი მოიგო და გადაგვაყოლა ფერგის დროს მაგ თასს 18 წლის ბიჭებით იგებდა წავიდეს ჯობია აიაქსის მენტალიტეტს მანჩესტერში არაფერი ესაქმება
ტიპს ხო არ გააჩნია საკუთარი იდეები ტაქტიკა საერთოდ უკონკურენტოები გავხდით ყველასთვის მერე კიდე ისეთი ფეხბურთელები გაუშვა როგორიც დე ხეა რონალდო და ტიპმა ვინები მოიყვანა გუნდი ცირკს დაამგვანა მადლობელი ვარ იმ ორი თასისთვის მაგრამ მან თავისი ლიმიტი აჩვენა ამის მეტი არ შეუძლია და სავარაუდოდ INEO გაუშვებს ამის ცანცარით ყველა დავიღალეთ
0
№5
ავტორი: pogba p
27 სექტემბერი 2024 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
გააჯმეინეთ დირექტორიან მწვრთნელიანდ ყველას!
0
№6
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2024 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ცუდათ უზის იქ რუდი და სავარაუდოდ მალე ჩაანაცვლებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top