თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2024, 16:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 832,
კომენტარები: 3
სპეციალისტი მზადყოფნას გამოხატავს
ინგლისელი მზად არის "იუნაიტედი" გაწვრთნას.
სპეციალისტი მზადყოფნას გამოხატავს
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მალევე, გარეთ საუთგეითმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

გამოცემა GiveMeSport - ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინგლისელი სპეციალისტი
დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ ტენ ჰაგის შესაძლო შეცვლის შესაძლებლობით.

ეს ფაქტი გავლენას ახდენს გარეთის პოზიციაზე "ევერტონის" ინტერესების მიმართულებით, მოგეხსენებათ მერსისაიდელებს სურთ, რომ კლუბის მენეჯერი სწორედ საუთგეითი გახდეს - სპეციალისტმა შეიძლება გადაწყვიტოს დაელოდოს შესაძლებლობას, რომ დასაქმდეს "ოლდ ტრაფორდზე".

"მანჩესტერ იუნაიტედს" 2024/2025 წლების სეზონი საუკეთესოდ ნამდვილად არ დაუწყია, ამიტომ ერიკ ტენ ჰაგი ამჟამად ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 სექტემბერი 2024 16:50
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
გაუმარჯოს ბიჭებს. მოკლეთ წინაზე გაკეთდა მცირე შენიშვნასავით არ მახსოვს თუ ვისგან, საიტზე სტატიებს ადრე ქვეშ წყაროც ეწერაო, მინდა ვთქვა, რომ ჩემს საიტზე ყოველთვის ექცევა ყურადღება იმას თუ რამდენად ხარისხიანი სტატია შეიძლება განთავსდეს როგორც ეს ოდითგანვე იყო აქ, ასე რომ ხარისხობრივი კლება ნამდვილად არ გვექნება არასდროს, სტატიები მაღალ დონეზე იფუთება და შესაბამისად თუ გადააწყდით რომ სტატიას ქვეშ წყარო არ უწერია ესეიგი თავად სტატიაშივეა აღნიშნული წყარო ასე რომ ეს ყვლაფერი შეშფოთების საგანს ნამდვილად არ გამოიწვევს.
0
№2
ავტორი: Antony_The_Goat
27 სექტემბერი 2024 08:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7
რა გახდა ერთი ნორმალური მწრთვნელი რა
მოიესი - აშკარად არ იყო მანჩესტერის დონის მოსვლის დროს და დრომაც აჩვენა რომ არც შემდეგ.
ვან გაალი - მოიესთან შედარებით მწრთვნელია, მაგრამ უკვე დაძველებული ტაქტიკები ქონდა და უარს ამბობდა სიახლეების დანერგვაზე - ჩემი ფილოსოფია მაქვს და ვერ ვუღალატებო.. გაგვიხდა პლატონი..
მოურინიო - კარიერის დაღმასვლა ქონდა დაწყებული, ასე თუ ისე ყველაზე კარგი შედეგი მოურინიომ დაგვადებია დანარჩენებთან შედარებით, თუმცა სათამაშო სტილს და მესამე სეზონის სინდრომს ვერ გაექცევი, ფეხბურთელებთან პრობლემები დაეწყო.. ევროპა ლიგა მოგვაგებინა და ყელში ამოგვადინა მეტის იმედი არც უნდა გქონდეთ სევილიას რატო უნდა გავცდეთ ლიგაზეო...
სულშერი - ფანტასტიკური დასაწყისი, იმედები ჩაგვესახა და თვალშიც გამოგვახედა ამდენი წლის მერე, თუმცა როდესაც მწრთვნელის გადაწყვეტილებები გახდა საჭირო ვერ გამოავლინა ხასიათი, რის გამოც გუნდი აირია, გაუაზრებელი ტრანსფერები, ხელმძღვანელობა რომ ეტყოდა "ეს მომყავს" უარს ვერ ეუბნებოდა, მაგალითად ალექსის სანჩესის თქმა შეიძლება
რანგნიკი - უკომენტაროდ, რუსეთის ლიგიდან მოათრიეს არსაიდან ტიპი, მარა ნუ ეს დროებითი მწრთვნელის სტატუსით მოვიდა, არაფერი ღირსეული არ გაუკეთებია გუნდში გარდა პრესკონფერენციაზე და*მისა.
ტენ ჰააგი - ყველაზე დიდი იმედი ამის გვქონდა, აიაქსში დაფრინავდა, თითქოს უნდა მისცე შანსი რადგან შეიძლება მართლა ყელამდე ნეხვშია გუნდი და უბრალოდ მეტს ვერ აკეთებს, ამ შემთხვევაშიც კი 1 -2 მატჩი, თუნდაც ევროპალიგაზე ან თასზე ხო უნდა გვაჩვენოს რო ბიჭებო ასე ვაპირებ თამაშს მომავალში როცა გუნდს ავაწყობ მაგრამ ახლა ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში მეტი არ შეგვიძლია რესურსი არ გვაქვსო, ტიპს 1 მილიარდი დაახარჯეს უკვე და ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ძირითად შემადგენლობაზე... რავი ესეც უნდა წავიდეს უკვე დავიტანჯე, ტოქსიქ ურთიერთობებში ვარ გუნდთან უკვე....

საუთგეითი ვაბშე დაგვხატავს, 1-0 მოვუგებთ ხოლმე ვესტ ბრომვიჩებს და ამოგვადენს ყელში ხედავ რამდენ ქულებს ვაგროვებო... რავი ბიჭო ერთი ნორმალური მწრთვნელი რა გახდა
1
№3
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2024 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
რა საუთგეითი მოაცილეთ აქედან ეს ავადმყოფი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top