"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში "კრისტალ პალასთან" გასვლითი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ ტრადიციულად მატჩის ანალიზი ჟურნალისტებს გაუზიარა.
თამაშის 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთმანეთის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
"ჩვენ ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. პირველ ტაიმში ისინი ცოცხლები დავტოვეთ. გვქონდა ერთი-ორი ისეთი შანსი რომლის გატანაც შეიძლებოდა.
რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს ის უფრო დაბალანსებული იყო ძალთა თანაფარდობით", - ციტირებს ნიდერლანდელი მწვრთნელის სიტყვებს სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მომდევნო მატჩს "წითელი ეშმაკები" 25 სექტემბერს "ტვენტესთან" გამართავენ. ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.