თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2024, 12:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1002,
კომენტარები: 5
კულისებში თავს იზღვევენ
შესაძლო ახალი კანდიდატი გამოიკვეთა.
კულისებში თავს იზღვევენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" თავს დაიზღვევს და იმ შემთხევაში თუ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლაფსუსში აღმოჩნდება, ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრი გახდება.

Daily Express-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი სეზონი ოთხ მატჩში, ორი მოგებითა და ორი მარცხით დაიწყო.

გასულ სეზონში მენეჯერის თაოსნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა. სავარაუდო კანდიდატებს შორის გარეთ საუთგეითისა და ზინდინ ზიდანის სახელებმაც გაიჟღერა.
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 სექტემბერი 2024 12:35
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
მინიმუმ ეს სეზონი დააცდიან ტენ ჰაგს მუშაობას.
1
№2
ავტორი: Antony_The_Goat
21 სექტემბერი 2024 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7
ერთის მხრივ ტენ ჰააგზე გამოცდილია და იუვენტუსშიც კარგი შედეგი ქონდა, მეორეს მხრივ ამის საუკეთესო გუნდის თამაში არ გაიშვა რა.. ნებისმიერ დიდ გუნდთან უნდა ვიჯდეთ დაცვაში და ველოდოთ მატჩში ერთ ორ კარგ კონტრშეტევას..

შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ სულშერის არასტაბილური და უტიტულო სეზონები მირჩევნია ტენ ჰააგის ტიტულებსაც და ალეგრი თუ მოვა მაგასაც რა, სიამოვნებას მაინც ვიღებდი, მხოლოდ ტიტულები და ფლეშსქორზე გადასვლის პერსპექტივა არ მხიბლავს, ფეხბურთსაც მინდა ვუყურო ხოლმე
0
№3
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2024 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ცუდათ ზის იქ რუდი და დიდი შანსია მიეცეს შანსი:))
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
22 სექტემბერი 2024 08:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Antony_The_Goat
ერთის მხრივ ტენ ჰააგზე გამოცდილია და იუვენტუსშიც კარგი შედეგი ქონდა, მეორეს მხრივ ამის საუკეთესო გუნდის თამაში არ გაიშვა რა.. ნებისმიერ დიდ გუნდთან უნდა ვიჯდეთ დაცვაში და ველოდოთ მატჩში ერთ ორ კარგ კონტრშეტევას..

შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ სულშერის არასტაბილური და უტიტულო სეზონები მირჩევნია ტენ ჰააგის ტიტულებსაც და ალეგრი თუ მოვა მაგასაც რა, სიამოვნებას მაინც ვიღებდი, მხოლოდ ტიტულები და ფლეშსქორზე გადასვლის პერსპექტივა არ მხიბლავს, ფეხბურთსაც მინდა ვუყურო ხოლმე

მე არ ვიცი მეგობარო სულშერის რომელ კონკრეტულ თამაშებზე ამბობ რომ სიამოვნებას იღებდი, ალბათ რომ დაინიშნა მაშინ თორე რაღა ვანგაალის მანჩესტერი და რაღა მაგისი.როცა მოვიდა და სიახლის ეფექტი იყო ყველას უთხრა მიდით უბერეთო თავისით აწყვეტილზე გადააბეს თავისუფალმა ფეხბურთელებმა მოგებები.როცა უკვე მწვრთნელის ხელი იყო საჭირო იქ საერთოდ დაიკარგა და არ მეგულება კაცი რომელსაც შეუძლია ახსნას და რაიმეს დაუძახოს სულშერის სტილიო,იმ დონეზე ამორფულ უსახურ რამეს ვთამაშობდით.
ორიოდე სიტყვით გუშინდელ მატჩზე.ძალიან კარგი მომენტები გვქონდა სათამაშო ასპექტში ვამბობ და არა საგოლეს.სწორი კონტურები გამოიკვეთა და რაღაც ფორმა ქონდა ამ ყველაფერს.ნუ ჰენდერსონმა გაიგიჟა თავი და აქეთ ონანამაც გვიშველა 2 მომენტში,მაგრამ 75 წუთამდე რასაც გუნდი თამაშობდა არის თამაში რომლითაც იგებენ ჩემოიონატებს.არა იმიტომ რომ ძააან მაგრად ვთამაშობდით,არამედ იმიტომ რომ სტაბილურად მიზანმიმართულად მიდიოდა გუნდი და ქმნიდა მომენტებს.ასეთი გუნდები ნახევრად დამდგარი თამაშით, როცა იგებენ ისინი იგებენ ლიგასაც
0
№5
ავტორი: dybbuk
22 სექტემბერი 2024 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ზირკზე გაიყვანა თუარა ეგრევე ის მაჩანჩალა გუნდი გავიჩითეთ რასაც სამწუხაროდ წლებია ვუყურებთ. რეშფორდი არის მინუს ერთი კაცი სტადიონზე და მითუმეტეს 9ზე. ჰოილუნდს ზირკზე მე პირადად ყველა ასპექტში მირჩევნია, ძაან ბევრი იმუშავა გუშინ და ყველაზე მეტად მის შეცვლას ველოდი, ზოგადად ტენ ჰააგის ცვლილებები ცალკე ფენომენია ჩემთვის, დაჟე ევანსი და კოლიერი რომ შემოეყვანა დიალოს და ზირკზეს ნაცვლად არ გამიკვირდებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top