თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:43
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4237,
კომენტარები: 0
ერიკ კანტონა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ერიკ კანტონა
ერიკ კანტონა
დაიბადა 1966 წლის 24 მაისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.
2001 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ერიკ კანტონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლეგენდარული ფრანგი მოთამაშე 1992-1997 წლებში თამაშობდა ოლდტრაფორდულ კლუბში და ხუთი სეზონის მანძილზე ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე მან "ლიდს იუნაიტედის" შემადგენლობაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული...
ერიკ კანტონა მანჩესტერში 1992 წლის ნოემბერში გადავიდა. მის სანაცვლოდ კლუბმა 1,2 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
1992 წლის 26 ნოემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ეუსებიოს 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრაში ფრანგმა პირველად ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში", 6 დეკემბერს კი, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მანჩესტერულ დერბიში პირველად მოირგო კლუბის მაისური ოფიციალურ მატჩში. ის თამაში ფერგიუსონის კლუბმა 2:1 მოიგო. 1992 წლის 19 დეკემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ერიკ კანტონამ პირველი გოლი გაიტანა ახალ კლუბში, სეზონის ბოლოს კი ჩემპიონიც გახდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგა 26-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო. ერიკ კანტონა გახდა პირველი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ტიტული ზედიზედ, ორ სხვადასხვა კლუბში მოიგო.
1994 წელს ფრანგი მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ კი ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა...
1995 წლის 25 იანვარს ერიკ კანტონამ "კრისტალ პალასის" გულშემატკივარ მეტიუ სიმონს ბილწსიტყვაობა არ აპატია და წიხლი ჩააზილა. ამ ინციდენტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, კანტონას სეზონის ბოლომდე აუკრძალა თამაში, მოგვიანებით კი კიდევ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 1995 წლის 1 ოქტომბერს ერიკ კანტონა "ლივერპულთან" მატჩში დაბრუნდა...
1996 წლის გაზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის ფინალში 1:0 სძლია "ლივერპულს". გადამწყვეტი გოლი კანტონამ შეაგდო და გახდა პირველი არაბრიტანელი კაპიტანი, რომელმაც თასი აღმართა.
1997 წლის 11 მაისს, "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" შეხვედრა ფრანგის უკანასკნელი მატჩი გამოდგა - ყველასთვის მოულოდნელად, ერიკმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა...

ერიკ დანიელ პიერ კანტონა
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994, 1996, 1997
ინგლისის თასი - 1994, 1996
ინგლისის სუპერთასი - 1993, 1994, 1996
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top