თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2024, 10:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 424,
კომენტარები: 2
სიახლე ლაზარეთიდან
ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიშები განაახლა.
სიახლე ლაზარეთიდან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში საერთო შემადგენლობაში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე მაუნტმა მცირე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც რამდენიმე კვირით ის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა.

ნახევარმცველს რა თქმა უნდა ცოტა დრო დასჭირდება ფორმის აღსადგენად და შემადგენლობაში დასაბრუნებლად.

მაუნტი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2023 წლის ზაფხულში ლონდონის "ჩელსი"- დან 65 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად მან ინგლისის ასოციაციის თასის მოგება მოახერხა. თუმცა, მეისონმა "მანჩესტერული" კარიერის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო ლაზარეთში გაატარა ვიდრე მოედანზე.


წყარო: euro-football
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Antony_The_Goat
21 სექტემბერი 2024 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7
ესეც მაგარი შეგვეტენა ან რად გვინდოდა 65 მილიონად როცა ბრუნო გვყავს მაგ პოზიციაზე
0
№2
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2024 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11508
არადა საერთოდ არ ტრამვიანობდა ჩელსიში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top