თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2024, 21:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1269,
კომენტარები: 9
კაზემირო კლუბს ერთ შემთხვევაში დატოვებს
შესაძლოა ბრაზილიელმა კლუბი დატოვოს.
კაზემირო კლუბს ერთ შემთხვევაში დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო კრიტიკის წინაშე დგას, რომელიც მკვეთრად გაიზარდა "ლივერპულთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ.

ბრაზილიელმა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მეორე ტაიმში ერიკ ტენ ჰაგს მისი შეცვლა მოუწია.

როგორც Transfer News Live იუწყება - ESPN - ზე დაყრდნობით, კაზემირო "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას მხოლოდ ერთი პირობით განიხილავს - თუ მოთამაშეს აცნობებენ, რომ კლუბის მომავლის პროექტში ადგილი არ აქვს.

32 წლის კაზემიროს მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებში" 2022/2023 წლების სეზონიდან ასპარეზობს.
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 სექტემბერი 2024 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
როგორ დაკარგა ფორმა არადა რაა 32 წელი დღევანდელ ფეხბურთში:((((
0
№2
ავტორი: De light
14 სექტემბერი 2024 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
აჰა, 5 სექტემბრის შემდეგ არაფერი დადებულა, გავიდა სანაკრებო პაუზაც, აგერ დღეს ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშია და ჩამი-ჩუმი არ ისმის, ძალიან გულდასაწყვეტია. ხალხი აღარ შემოდის მაგიტომ აქ, სადამ აქ სიტუაცია გამოსწორდება არავის შემოსვლის სურვილი აღარ ექნება მგონი. ერთ დროს ასეთი ძლიერი საიტი ამდღეში რანაირადაა ჩავარდნილი ამდენი ხანია ჩემთვის გაუგებარია. ძალიან გულდასაწყვეტია მოკლედ.
0
№3
ავტორი: Once red devil always red
14 სექტემბერი 2024 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: De light

გამარჯობა,

ამ საიტზე ვარ უკვე 7 წელია. ყოველდღე შემოვდიოდი და გულს უხაროდა. ზოგადად არ მიყვარს კომენტარების წერა და სოც.ქსელები და ფაქტიურად არსად არ ვარ დარეგისტრირებული. ახლა დავრეგისტრირდი აქ რო უბრალოდ დამეწერა კომენტარი.
ამ გვერდს ათასობით ნახვა ქონდა,უამრავი კომენტარი იწერებოდა,ირჩეოდა თამაშები. რაც ყველაზე მთავარია სხვა საიტებისგან განსხვავებით არასდროს ყოფილა ერთმანეთის შეურაცყოფა. იგრძნობოდა პატივისცემა,ჯანსაღი პოლემიკა და ა.შ. სხვადასხვა გათამაშებები იყო, ყოველთვის საიტის განვითარებისკენ იდგემოდა ნაბიჯები. მე არვიცი ხელმძღვანელობა შეიცვალა თუ რამოხდა,მარა ფაქტია,რომ კვირები ისე გადის არაფერი არ ხდება. ან ადმინისტრაცია სად წავიდა,ამ მწერლები სად გაქრნენ. ასე როგორ მიაგდეს ყველაფერი მართლა გაკვირვებული ვარ. :( წინა სტატიებზე წავიკითხე მომხმარებლებს ფონდის შექმნას თხოვენ,რომ საიტმა იმუშაოს ძველებურადო და ეგ კიდე ცალკე გამაოგნებელია..მსგავსი რამე არ მინახია. ყველა საიტზე რეკლამებია, ბარსას,რეალის,მილანის საიტს შეხედავ და დღეში ათობით სტატია იწერება. ჩვენი კიდე უბრალოდ მკვდარია. ცუდია,ძალიან ცუდია. :( :(
0
№4
ავტორი: De light
14 სექტემბერი 2024 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ციტატა: Once red devil always red
ამ საიტზე ვარ უკვე 7 წელია. ყოველდღე შემოვდიოდი და გულს უხაროდა. ზოგადად არ მიყვარს კომენტარების წერა და სოც.ქსელები და ფაქტიურად არსად არ ვარ დარეგისტრირებული. ახლა დავრეგისტრირდი აქ რო უბრალოდ დამეწერა კომენტარი.
ამ გვერდს ათასობით ნახვა ქონდა,უამრავი კომენტარი იწერებოდა,ირჩეოდა თამაშები. რაც ყველაზე მთავარია სხვა საიტებისგან განსხვავებით არასდროს ყოფილა ერთმანეთის შეურაცყოფა. იგრძნობოდა პატივისცემა,ჯანსაღი პოლემიკა და ა.შ. სხვადასხვა გათამაშებები იყო, ყოველთვის საიტის განვითარებისკენ იდგემოდა ნაბიჯები. მე არვიცი ხელმძღვანელობა შეიცვალა თუ რამოხდა,მარა ფაქტია,რომ კვირები ისე გადის არაფერი არ ხდება. ან ადმინისტრაცია სად წავიდა,ამ მწერლები სად გაქრნენ. ასე როგორ მიაგდეს ყველაფერი მართლა გაკვირვებული ვარ. :( წინა სტატიებზე წავიკითხე მომხმარებლებს ფონდის შექმნას თხოვენ,რომ საიტმა იმუშაოს ძველებურადო და ეგ კიდე ცალკე გამაოგნებელია..მსგავსი რამე არ მინახია. ყველა საიტზე რეკლამებია, ბარსას,რეალის,მილანის საიტს შეხედავ და დღეში ათობით სტატია იწერება. ჩვენი კიდე უბრალოდ მკვდარია. ცუდია,ძალიან ცუდია.

გეთანხმები სრულიად, ნუ ფონდის თემა რამდენად რეალურია არ ვიცი, ზოგადად საიტს ბიუჯეტი სჭირდება მუდმივი, კაი ფონდში ერთჯერად ჩარიცხოს რამდენიმე კაცმა გარკვეული თანხა ეგ რა პრობლემას მოხსნის, როცა საიტს ესაჭიროება მუდმივი სახსხრები. ამასთან, ერთ მწერალზეა საუბარი, ერთი მწერალი საკმარისი არ იქნება, კაკ მინიმუმ 3 მწერალია საჭირო, მწერლებს კი გამომუშავებით უნდა შეხვდეთ ხელფასი. მართლა საინტერესოა გასულ წლებისგან განსხვავებით რა შეიცვალა, თუ მაშინ ამდენი მწერლები იყვნენ, ახლა მათგან რამდენიმეც კი რომ არ არის. ეს ისეთი თემაა, რომ სერიოზული ქმედითი ნაბიჯიბია გადასადგმელი, ამდენი ხანია ღრმა კრიზისშია საიტი.
0
№5
ავტორი: Old Red Devil
14 სექტემბერი 2024 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
რამ აყიდინათ ეს ლოქო.
0
№6
ავტორი: Once red devil always red
14 სექტემბერი 2024 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მემგონი მარტო ერთია დარჩენილი სვანჩესტერი. ძალიან მაგარი ადამიანია ეგ ბიჭი ზოგადად და საკმაოდ აქტიურიც იყო ბოლო პერიოდში,მარა მარტო ვერაფერს ვერ იზავს. არა ფონდის თემა გეთანხმები სისულელეა. ჰაჰა 2-3 კაცი იყოს და განა რამდენი უნდა ჩარიცხონ,რომ მწერლებსაც ფული უხადონ ყოველთვე და + მაგას საიტს უამრავი რამ ჭირდება. მარტო საიტი გქონდეს და სტატიები წერო არაა ეგრე. რო გადახედო უამრავი ინფორმაციაა ჩვენზე. ახალი კონტრქტები,პესეჟედან დირექტორი წამოუყვანიათ. კლუბის ფინანსური შედეგები და ა.შ. აქ არაფერი არიდება და მაგიტომაც არავინ შემოდის. ადრე თან მახსოვს სტატიებზე ბოლოს მინიჭებული იყო ლინკი საიდან ითარგმნა. მაგარი მოხდილი იყო და ერთი სიამოვნება იყო შემოსვლა. იმედია გამოასწორებენ.
0
№7
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2024 14:29
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904

გენაცვალე მეგობარო გაიხარე. მოკლედ რომ გითხრათ ეს საიტი ჩემს მფლობელობაშია გადმოცემული გიორგი ქონიაშვილის მიერ, მანამდეც თუ დააკვირდებოდით მხოლოდ მე და გიორგი ვმუშაობდით აღარ არიან ამ საიტზე ენთუზიაზმით მომუშავე ბიჭები ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და როგორც ჩანს დრო არ რჩებათ ვენაცვალე მე ყველას, მეორე თემა თქვენ თუ გგონიათ რო საიტისთვის არაფერს ვცდილობ ცდებით, მთელ სარეკლამო სფეროს დავუარე რო რეკლამები მეპოვა და სახსრები გამომეჩინა საიტისთვის მაგრამ ამაოდ და მაგიტო მომეწონა ფონდის იდეა რომელიც სხვათაშორის აქ ბიჭებმა მომაწოდეს, ამ იდეაზეც არავინ შემომხმიანებია ორი კაცის გარდა, დავწერე კიდევაც ადრე აქ რო სარეკლამო თემასთან თუ ვინმე ხართ დამიკავშირდითთქო ან ფონდი შევქმნათ, ან ცოტა ხანიც და მალე მივხედავ ყველაფერს მწერლებსაც ავიყვან, უბრალოდ ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა, რაც შეეხება საიტის უმოქმედობას რაც შემიძლია მარტო ვამუშავებ ამ ყველაფერს წლებია უკვე და არც გაჩერდება არასდროს ეს საიტი, მარა სტატიას რო დავწერ და მარტო ორი ადამიანის კომენტარი იწერება და წაგების მერე ფურთხი და ნეგატივი იფრქვევა ამ ისედაც ნეგატიურ ფონს აუარესებს, ფონდის იდეა კი ამ ეტაპზე მისაღებად მიმაჩნია ყველა სიტუაციის გათვალისწინებით, ჩემი ვოთსაპიც დავდე აქ რო გვესაუბრა ამ თემაზე და არავინ არ გამოჩნდით სათითაოდ ვერ დაგივლით ეხლა ამ ფონდის თემაზე.
1
№8
ავტორი: De light
18 სექტემბერი 2024 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
7-0 მოვიგეთ გილოცავთ, ზედიზედ ორი მატჩი მოგება ეგება ცოტა წაგვადგეს ფსიქოლოგიურად, დე ლიხტის და ლისანდროს ტრავმები კარგია რომ სერიოზული არ აღმოჩნდა. აშკარად არის რესურსი და მგონია, რომ მომატება შეგვიძლია.

სვანჩესტერ არაფერს აკეთებ კი არა, დღეს ფაქტიურად საიტი რომ ფუნქციონირებს შენი დამსახურებაა, აქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის შენი ღვაწლი ძალიან კარგადაა ცნობილი და ზემოთ აღინიშნა კიდევაც ეს, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი რამ თქმული. აქ საქმე სხვა რამეშია, საიტი სადღაც ორი წელია ღრმა კრიზისშის ფაქტია, აგერ 5 სექტემბრის შემდეგ რამდენი რამე მოხდა და სიახლე არ დაწერილა ხო, ხალხს გვინდა აქ ძველებურად აქტიურობა და საყვარელ გუნდზე საუბარი, გვსურს, რომ ძველებურად თუ არა, ამაზე უკეთესად მაინც იყოს სიტუაცია, ესაა და ეს. რომ გვსურს და გვიყვარს აქაურობა ზუსტად მაგიტომ ვწერთ.

სასიცოცხლოდაა საჭირო მწერლები, შარშან ზაფხულში ორმა მწერალმა მაგრად გამოასწორეს სიტუაცია, თითქოს გაცოცხლდა საიტი ერთი პერიოდი და ვთქვი ყველაფერი დაუბრუნდა ძველ ნიშნულსთქო, აშკარად კომენტარებმაც იმატა და აქტიურობამაც.

ფონდის თემა ამ ეტაპზე კი, თუმცა საიტმა აუცილებლად უნდა მოაგროვოს მუდმივი სახსრები, იმისთვის, რომ რამდენიმე მწერალი იქნეს აყვანილი, რეკლამები განთავდეს და გაცოცხლდეს, ამისთვის კი მუდმივი ბიუჯეტია საჭირო.

ეს საიტი რომ არასოდეს უნდა გაჩერდეს მაგაშიც გეთანხმები და სწორი ხარ, თუმცა ბოლო ორი წელია პატარა გამონათების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრ8ვას გაჩერებულია, ხან კვირეებით გათიშულია, თუ ჩართულია უმეტესად ორ კვირაში ერთხელ იდება სიახლე, ხალხიც არ აქტიურობს აქედან გამომდინარე.

წარმატებები და იმედია ყველაფერი გამოსწორდება, მე ამ ყველაფერს გულისტკივილით ავღნიშნავ იმიტომ, რომ ყოველთვის მიყვარდა აქაურობა და სულ მეყვარება.
0
№9
ავტორი: Svanchester
18 სექტემბერი 2024 13:37

გაიხარე კარგი კაცი ხარ. ძაან ბევრ სარეკლამოს მივწერე არავის აქვს სურვილი ნაცნობობის გარეშე რეკლამა განათავსოს ჩემს საიტზე არაუშავს მალე თავად მივხედავ მწერლების თემასაც და გამოვაცოცხლებ აქაურობას მანამდე მომიტევეთ სიახლეებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top