ჯეიდონ სანჩოსა და ერიკ ტენ ჰაგის ირგვლივ დატრიალებული საგა როგორც იწქნა დასრულდა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ფეხბურთელს დისციპლინა გასულ სეზონში დაუწუნა, მას შემდეგ სანჩომ "ოლდ ტრაფორდზე" მოსვენება დაკარგა.
გარემარბის ტოპ ისტორია დორტმუნდიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც გერმანულ კლუბში კარიერა შესამჩნევად განავითარა ის უმალ იქცა ტოპ გუნდების სამიზნე, რასაც მოჰყვა გლეიზერების კლუბში ტრანსფერი, თუმცა მდგომარეობს აღრევა გასულ სეზონში დაიწყო როდესაც მწვრთნელსა და მოთამაშეს ურთიერთობა დაეძაბათ.
საინფორმაციო წყაროებმა იუწყეს, რომ ჯეიდონმა პროფესიული პასუხისმგებლობა დაივიწყა და ხელი სიზარმაცეს ჰყო, რაც ერიკ ტენ ჰაგის მხრიდან პასუხგაუცემელი ნამდვილად არ დარჩენილა. შემდგომში უკვე სანჩო კვლავ გერმანულ კლუბში გაუშვეს არენდის წესით.
ახალი სეზონიდან ის "იუნაიტედში" კვლავ დაბრუნდა თუმცა მენეჯერმა მას აუწყა რომ გეგმებში აღარ ჯდებოდა, თავად სანჩოსაც სურდა კლუბის დატოვება საქმეში კი ლონდონის "ჩელსი" ჩაერთო.
მაშასადამე მოლაპარაკება შედგა ტრანსფერი გაოფიციალურდა, იჯარის წესით სანჩო გალურჯდა ხელშეკრულებაში კი ჩადებულია სავალდებულო შესყიდვის პუნქტი არენდის ვადების ამოწურვის შემდეგ. სატრანსფერო თანხად 33 მილიონი ევრო სახელდება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.