ლონდონის "ჩელსისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მარცხენა მცველი მარკოს ალონსო მზად არის და სურვილს გამოთქვამს დაუბრუნდეს ინგლისის პრემიერლიგას.
ცნობილი სატრანსფერო გურუ ფაბრიციო რომანო ავრცელებს უახლეს ინფორმაციას რომლის თანახმადაც ფეხბურთელი მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.
ლუკ შოუს მოულოდნელი ტრავმის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" სურთ, რომ კლუბში მისი შემცვლელი მოიყვანონ, სწორედ მარკოს ალონსო სახელდება შოუს საროტაციო მოთამაშედ.
გამომდინარე იქიდან, რომ ალონსოს უკვე აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება და თან მისი შეძენა კლუბს არცერთი ევრო არ დაუჯდება რადგან ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ეს ინგლისურ გრანდს ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად მიაჩნია.
არის მეორე ვარიანტიც სერხიო რეგილონის კვლავ არენდის წესით გადმობირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღება.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.