Ineos, ტენ ჰაგი და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაჩერებას არ აპირებენ. არც მეტი არც ნაკლები კლუბმა მიუნხენელთა რიგებიდან ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი გაიფორმა.
სამშაბათს ინგლისურმა გრანდმა მატიას დე ლიხტის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. ახალ კლუბში ის თავისი ყოფილი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით იმუშავებს.
"წითელი ეშმაკების" ახალწვეულმა ინგლისურ კლუბში გადასვლაზე შესაბამისი კომენტარიც გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთვაზებთ.
"როგორც კი გავიგე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი გადაბირება სურდა, აღფრთოვანებულად ვიგრძენი თავი ამ ისტორიულ კლუბში ახალი გამოწვევის შესაძლებლობით.
შემდგომ საუბრებში ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი როლის ხედვამ, რომელიც ჩამოაყალიბა კლუბის ხელმძღვანელობამ.
ერიკ ტენ ჰეგმა ჩამოაყალიბა ჩემი კარიერის ადრეული ეტაპები, ასე რომ მან იცის, როგორ აიღოს გამოიყენოს ჩემგან საუკეთესო თვისებები და მე მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას.
ვიცი, რა არის საჭირო უმაღლეს დონეზე წარმატების მისაღწევად და გადაწყვეტილი მაქვს გავაგრძელო თამაში ამ განსაკუთრებულ კლუბში", - განუცხადა დე ლიხტმა კლუბის პრეს-სამსახურს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.