თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2024, 05:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 826,
კომენტარები: 2
ოფიციალურად: ნუსარ მაზრაუი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
კლუბმა ახალი მოთამაშე დაიმატა.
ოფიციალურად: ნუსარ მაზრაუი
ერიკ ტენ ჰაგი სიახლეების დანერგვასა და ახალი სახეების მოძიებას განაგრძობს. წინა სეზონში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აშკარაა, რომ "იუნაიტედს" ტრანსფერები სჭირდება.

ამჟამად უკვე ოფიციალურად, ინგლისურმა გრანდმა მიუნხენის "ბაიერნი"-დან ეგრეთწოდებული "Right Back" მარჯვენა მცველი გაიფორმა. მაროკოელი ნოსირ მაზრაუი ამიერიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.

თავად ფეხბურთელმა აღნიშნული პროცესით აღფრთოვანება ვერ დამალა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ემოციურადაც ისაუბრა.

"იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე - ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა. მოუთმენლად ველი "ოლდ ტრაფორდზე" წითელი მაისურით გამოსვლას. ვიცი, რომ კლუბს ვუერთდები საინტერესო დროს, ყველა, ვისთანაც ვისაუბრე, იზიარებს ჩვენს ამბიციას, ერთად მოვიგოთ ტიტულები და მე ვგრძნობ, რომ ერთად მივაღწევთ ამას.

ერიკ ტენ ჰაგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს, როგორც ფეხბურთელის განვითარებაში, ამიტომ საინტერესოა მასთან ერთად გაერთიანება, როცა ჩემი კარიერის საუკეთესო წლებში შევდივარ.

მე ვიცი, რას ელის ის თავისი ფეხბურთელებისგან და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო",
- განაცხადა დასასრულს მაზრაუიმ.
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2024 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11465
ვნახოთ ვნახოთ მე იმედით ვუყურებ ამ ტრანსფერს
0
№2
ავტორი: LASHQARA
14 აგვისტო 2024 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1978
გვჭირდებოდა ამ პოზიციაზე გაძლიერება, იმედია კარგად ადაპტირდება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top