ფეხბურთელი რომელსც ნამდვილად შეეძლო უდიდესი კვალი დაეტოვებინა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში კვლავ ცდილობს საკუთარი საფეხბურთო კარიერის რეგენერაციას.
საუბარია მეისონ გრინვუდზე რომელიც მეგობარ გოგონასთან მომხდარი ექსცესების შემდეგ მძიმე ტალღების ქვეშ აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში ფეხბურთელი აღნიშნულ სიტუაციაში გამართლდა თუმცა "სახელის გატეხვას თავის გატეხვა" ჯობიაო პრინციპი მაინც ამოქმედდა და მომავალი ტალანტი ინგლისური გრანდის შემადგენლობიდან მაინც მოხსნეს.
ესპანურ "ხეტაფეში" ჩატარებული სეზონის შემდეგ თავდამსხმელის კონტრაქტი ფრანგულმა "მარსელმა" შეისყიდა. ხელშეკრულებაში არსებობს გამოსყიდვის პუნქტიც, თუმცა როგორც სპორტული პრესა კერძოდ telegraph-ი იუწყება ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინგლისურმა მხარემ ეს პუნქტი გააქტიუროს.
მაშასადამე მეისონ გრინვუდის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.