მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა მატიას დე ლიხტმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის თქმით, ფეხბურთელმა საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა. ნიდერლანდელი უპირატესობას ანიჭებს თავის ყოფილ მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან კვლავ გაერთიანების პერსპექტივას, ვისთანაც მანამდე მუშაობდა ამსტერდამის "აიაქსში".
"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანულ კლუბთან ფეხბურთელის სანაცვლოდ გადასახდელ კომპენსაციაზე შეთანხმებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი "მიუნხენში" 2022 წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსი"- დან გადავიდა, თუმცა მან სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო.