ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერული" კარიერა მწვრთნელთან დაპირისპირებით დროებით დამთავრდა. დროებით იმიტომ, რომ ამ დრომდე მისი სატრანსფერო ხელშეკრულება არენდის წესით გერმანულ "დორტმუნდს" გადაეცა.
თუმცა სრულუფლებიან კონტრაქტს რა თქმა უნდა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობს. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გახსნილია, რა ბედი ეწევა გარემარბს საინტერესოა.
სხვადასხვა სპორტული წყაროების მტკიცებით სანჩოს აქვს შანსი დაუბრუნდეს "ოლდ ტრაფორდს" თუმცა ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება.
კონკრეტულად ერიკ ტენ ჰაგს სურს რომ ფეხბურთელმა მას ბოდიში მოუხადოს. საუბარია იმ გარემოზე სადაც ნათლად გამოჩნდა მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის არსებული კონფლიქტი.
კონკრეტულად იყო საუბარი იმაზეც, რომ სანჩო უბრალოდ არ ასრულებდა მწვრთნელის მიერ ინსტრუქციით მიცემულ დავალებებს. საუბარია სწორედ აღნიშნულ საკითხებზე.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.