ერიკ ტენ ჰაგი სატრანსფერო სიაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში შეუდგა. სპეციალისტის რადარი არც მეტი არც ნაკლები პაულო დიბალას კონტრაქტის შესყიდვაზეა აქცენტირებული.
ნიდერლანდელმა კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ფეხბურთელის თაობაზე იტალიელებს ოფიციალური წინადადებით მიმართონ.
30 წლის დიბალას მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ 12 მილიონი ევროს გამოსყიდვის ოფციას მოიცავს. უცხოურ კლუბებს ამ ვარიანტის განხორციელება ივლისის ბოლომდე შეუძლიათ.
დიბალას მიმართ ინტერესს არაერთი ტოპ-კლუბი იჩენს და ბოლო, ვინც მის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ. ამის შესახებ გამოცემა Il Messaggero თავის გვერდებზე წერს.
2023/2024 წლების სეზონში პაულო დიბალამ ჩაატარა 39 ოფიციალური მატჩი, რომელშიც 16 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 10 საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.