მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ამავდროულად, შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს სამწვრთნელო შტაბში. როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანება შესთავაზეს თავის ყოფილ ფეხბურთელს რუდ ვან ნისტელროის.
აღსანიშნავია, რომ 47 წლის სპეციალისტს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ფაქტია, რომ ვან ნისტელროის შემოთავაზება აქვს "ბარნლი"- დან და აქ მთავარ მწვრთნელად მუშაობაზეა საუბარი.
ეს უკანასკნელნი მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ჩემპიონშიფში დაქვეითდნენ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2001-2006 წლებში ასპარეზობდა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.