დისკუსიები დაწყებულია, ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალი კითხვებზე პასუხებს ელის, დარჩება თუ წავა "წითელი ეშმაკების" გემის კაპიტნის თანამდებობიდან ერიკ ტენ ჰაგი სულ მალე გახდება ცნობილი.
აქამდე პრესაში გაჟღერებული ცნობების თანახმად, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ტენ ჰაგის ბედს არა ინგლისის თასის მოგებით განსაზღვრავდა არამედ ჩატარებული ორი სეზონით.
არსებობს ინტერესები სხვადასხვა კლუბებიდან გადაიბირონ მწვრთნელი თუმცა სანამ "ოლდ ტრაფორდი" მის მომავალს არ გადაწყვეტს მას ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყება ეკრძალება.
ასე და ამგვარად დარჩება თუ წავა ერიკი "მანჩესტერიდან" მიმდინარე კვირის დასასრულს გახდება ცნობილი.