თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2024, 17:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1953,
კომენტარები: 10
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია
რა გადაწყვეტილება მიიღო კლუბმა?
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია
კლუბის მენეჯმენტმა სეზონის საერთო ანალიზი ჩაატარა, გადახედილ იქნა ყველა დეტალი, განვლილ მატჩებს საერთო შეფასება ჩაუტარდათ და შესაბამისად გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა.

"წითელმა ეშმაკებმა" ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლება გადაწყვიტეს. კლუბში თვლიან რომ ერიკ ტენ ჰაგი შანსს აღარ იმსახურებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორმა ჟურნალისტმა გაავრცელა, სემ მოკბელმა Daily Mail- იდან და ფრეიზერ ფლეტჩერმა TEAMtalk- იდან.

ერიკი გუნდის მესაჭის როლს ორი სეზონის განმავლობაში ასრულებდა, ამ ხნის მანძილზე მისმა გაწვრთნილმა "იუნაიტედმა" ორი ტიტული - ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

ამჟამად უკვე დასრულებულ ინგლისის ჩემპიონატის სეზონში "მანჩესტერმა" მეტად არასახარბიელო შედეგი მერვე ადგილი დააფიქსირა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 მაი 2024 18:04
  • სიახლეები: 2841
  • კომენტარები: 3898
დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ. ამან კომენტარიც ისეთი გააკეთა რომ სავარაუდოა გაუშვებენ, პოჩეტინოს ვისურვებდი ამ შემთხვევაში.
0
№2
ავტორი: dybbuk
27 მაი 2024 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1553
ციტატა: Svanchester
დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ. ამან კომენტარიც ისეთი გააკეთა რომ სავარაუდოა გაუშვებენ, პოჩეტინოს ვისურვებდი ამ შემთხვევაში.

რომელ განცხადებას გულისხმობ? "თუ არ ვჭირდებით წავალ და სხვაგან მოვიგებ ტიტულებს, მთელი კარიერაა ამას ვაკეთებ"-ო რომ თქვა?
დე ზებრის და ტუხელს მეც პოჩეტინო მირჩევნია მაგრამ რამდენად იქნება კიდევ ერთი მწვრთნელის გაშვება შედეგის მომტანი კიდევ საკითხავია, თან ამდენი ტრავმების ფონზე მაინც ცოტა რთულია ყველაფერი ტენ ჰააგს დააბრალო რაც წელს მოხდა. ზიდანზე რომ იყოს საუბარი დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჩვენთან, მაგრამ ამ კანდიტატებიდან ვიზეც იწერება არამგონია რომელიმემ შედეგი დადოს, საუთგეიტზე და პოტერზე აღარაფერს ვამბობ, მაგათ მოყვანას ძოძუაშვილი მიიყვანონ ჯობია
1
№3
ავტორი: De Gea #1
28 მაი 2024 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
კლუბს რა პოზიციაზე ჭირდება გაძლიერება და ვინ ჭირდება არამგონია ამაზე უკეთ ვინმემ იცოდეს. სჯობს მენეჯმენტმა ერთი ადგილი დააყენოს და შემდეგი სეზონი აცადონ. ფერგის მერე მწვრთნელის გაშვება-მოყვანის მეტი რო არაფერი უკეთებიათ, ოლდ ტრაფორდი და კარინგტონი თავზე ემხობათ სჯობს მაგას მიხედონ.
0
№4
ავტორი: Svanchester
28 მაი 2024 04:58
  • სიახლეები: 2841
  • კომენტარები: 3898
ციტატა: dybbuk
ციტატა: Svanchester
დიდი ალბათობით გაათავისუფლებენ. ამან კომენტარიც ისეთი გააკეთა რომ სავარაუდოა გაუშვებენ, პოჩეტინოს ვისურვებდი ამ შემთხვევაში.

რომელ განცხადებას გულისხმობ? "თუ არ ვჭირდებით წავალ და სხვაგან მოვიგებ ტიტულებს, მთელი კარიერაა ამას ვაკეთებ"-ო რომ თქვა?
დე ზებრის და ტუხელს მეც პოჩეტინო მირჩევნია მაგრამ რამდენად იქნება კიდევ ერთი მწვრთნელის გაშვება შედეგის მომტანი კიდევ საკითხავია, თან ამდენი ტრავმების ფონზე მაინც ცოტა რთულია ყველაფერი ტენ ჰააგს დააბრალო რაც წელს მოხდა. ზიდანზე რომ იყოს საუბარი დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჩვენთან, მაგრამ ამ კანდიტატებიდან ვიზეც იწერება არამგონია რომელიმემ შედეგი დადოს, საუთგეიტზე და პოტერზე აღარაფერს ვამბობ, მაგათ მოყვანას ძოძუაშვილი მიიყვანონ ჯობია

ჰო ეგ კომენტარი. კიდევ ერთი სეზონით რომ დარჩეს ნამდვილად არ ვარ წინააღდეგი. იცის შიდა სამზარეულო, ანბანიდან არ დაიწყებს. აუცილებლად უნდა მისცენ ერთი სეზონი.
0
№5
ავტორი: dybbuk
28 მაი 2024 09:43

გეთანხმები, მეც მაგის მომხრე ვარ რომ დატოვონ და პირველ რიგში სამედიცინო შტაბს მიხედონ ანომალიური რაოდენობის ტრავმები რომ იყო გუნდში. უბრალოდ ბორნმუთთან რომ ოლდ ტრაფორდზე 0-3ს წააგებ არ უნდა თქვა ვპროგრესირებთო, ზოგჯერ ნამეტანი უაზრო კომენტარებს აკეთებდა, ალბათ თავდაცვითი რეფლექსი ერთვებოდა ნერვიულობისგან, მაგრამ მაგას ჯობია პირდაპირ თქვა რაშიცაა საქმე
0
№6
ავტორი: scholes181
28 მაი 2024 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ეგ კი არა მანიუს ფანებისგან რა მაინტერესებს, მიკაელ სილვესტრზე რა აზრის ხართ?
0
№7
ავტორი: PaLoMo
28 მაი 2024 21:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
რავი ამ სითის რო ფინალს მოიგებ ამ გუნდით მეტი რა ქნას? იმედია დატოვებენ 1 სეზონი თუ არა იანვრამდე მაინც აცლიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Mishiko82
28 მაი 2024 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
შემოთავაზებული კანდიდატებიდან არცეთი არაა რაიმე ღირებულის გამკეთებელი გუნდისთვის, პოჩეტინომ გვანახა რა შესაძლებლობლები აქვს პსჟ- ში და ჩელსიში, დანარჩენებზე საუბარიც არ ღირს. აჯობებს სანამ ვინმე კარგი მწვრთნელი განთავისუფლდება ტენ ჰააგს აცალონ ნახევარი სეზონი მაინც და მერე გამოჩნდება ღირს დატოვება თუ გაშვება ჯობია, ისე ანჩელოტის ვისურვებდი მანიუს მწვრთნელად ყველგან სადაც იმუშავა თავი არ შეურცხვენია არსად.
0
№9
ავტორი: ikeoni
28 მაი 2024 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11507
ერთი სეზონი აუცილებლად უნდა აცადონ!!
0
№10
ავტორი: iniesta123
29 მაი 2024 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ტენ ჰააგზე კაი კანდიდატურა არამგონია ვინმე იყოს,მაგრამ თუ გუნდში წესიერ სამედიცინო შტაბს არ მოიყვანენ,თუ არ გაწმინდეს გუნდი და სატრანსფერო თავისუფლება თუ არ მისცეს,ტენ ჰააგის ადგილას მე რო ვიყო მე არ გავჩერდებოდი,თან ეხლავე უნდა დაიწყოს კლუბმა და არა შემდეგი სეზონის სტარტზე.
იმედია რეტკლიფი გაამართლებს,სხვა რაღა დაგვრჩენია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top