ინგლისის პრემიერ ლიგის საფეხბურთო სეზონი დასრულდა, 2023/24 წლების სეზონი ოფიციალურად დაიხურა, ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა რის შემდეგაც ამათუიმ ფეხბურთელის ირგვლივ ჭორები აქტიურად ვრცელდება.
გამონაკლისი არც "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე ბრუნო ფერნანდეში გახლდათ, რომლის ირგვლივაც უამრავი საფეხბურთო ნიუსი გავრცელდა.
ინგლისის თასის მოგების შემდეგ ბრუნომ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ისაუბრა და ყველა არსებულ ჭორს მისი შესაძლო წასვლის თაობაზე წერტილი დაუსვა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მსურს დარჩენა. კლუბმა იცის ჩემი განზრახვები - მსურს აქ გავაგრძელო ტიტულების მოგება", - ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო პორტუგალიურ ტელევიზიაზე დაყრდნობით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის შუა რიცხვებამდეა ძალაში.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.