"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" სპეციალისტის გათავისუფლება გადაწყვიტეს.
აღნიშნულია, რომ ნიდერლანდელი დატოვებს სამწვრთნელო სკამს ინგლისის თასის მოგების შემთხვევაშიც კი.
ტურნირის ფინალში "იუნაიტედის" მეტოქე "მანჩესტერ სიტი" იქნება. მატჩი უემბლიზე შაბათს, 25 მაისს გაიმართება.
თომას ტუხელი, მაურისიო პოჩეტინო, კირან მაკკენა, გრემ პოტერი - ეს ის სახელები და გვარებია რომლებიდანაც სავარაუდო კანდიდატი შეირჩევა ახალი მწვრთელის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა - ეს გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია 1990 წლის შემდეგ.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.