სპორტული თუ ფინანსური თვალსაზრისით, მიმდინარე სეზონის ჩაგდება და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერმოხვედრა "იუნაიტედს" ფინანსურ ხეირს ნამდვილად ვერ მოუტანს.
კლუბმა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა რამოდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად გაასხვისოს. აქ საუბარია არა ერთ ან ორ ფეხბურთელზე არამედ უფრო მეტზეც.
მათი აზრით ეს იქნება მოქნილი ნაბიჯი არამარტო ფინანსური თვალსაზრისით არამედ იქიდან გამომდინარეც, რომ გუნდში "იუნაიტედის" დონის რამოდენიმე ფეხბურთელი იმყოფება.
არიან ფეხბურთელები რომელთაც კლუბში გარანტირებული ადგილები ექნებათ შენარჩუნებული, ესენი გახლავთ: მარკუს რეშფორდი, კობი მაინუ, რასმუს ჰოილუნი და ალეხანდრო გარნაჩო. აღნიშნულ ინფორმაციას The Thelegraph - ი ავრცელებს.