"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მომავალი აქტიური განხილვის საგანია, რადგან გუნდი რეგულარულად არასახარბიელო მატჩებს აჩვენებს.
გამომდინარე აქედან გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
Transfer News Live-ზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ალან ნიქსონი იუწყება რომ , "წითელი ეშმაკების" ახალმა ტექნიკურმა დირექტორმა ჯეისონ უილკოქსმა ტენ ჰაგს განუცხადა, რომ "შეფილდ იუნაიტედთან" გასამართი მატჩი იქნება ერთგვარი ორიენტირი მან კლუბი უნდა წაიყვანოს ახალი გზით.
თუ სამომავლოდ სპეციალისტი არ აჩვენებს ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ თამაშების სტილს რომელმაც რა თქმა უნდა კარგი შედეგები უნდა მოიტანოს სეზონის დარჩენილ პერიოდში, მისი გათავისუფლების დიდი ალბათობა დღის წესრიგში ნამდვილად დადგება.
დღეს თბილისის დროით 23:00 სთ-ზე პრემიერ ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" შეფილდს დაუპირისპირდებიან.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.