მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული მიმართულება აირჩია.
ESPN- ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაწვრთნას არ გეგმავს, მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება "ბარსელონაში" ამ მხრივ საქმე დალაგებული ნამდვილად არ გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ტუხელი სწორედ "ბარსელონას" სახელს უკავშირდებოდა ყველაზე აქტიურად.
მენეჯერს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს, სადაც მანამდე ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანელთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს თავად თომასი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგი ნამდვილად არ გახლავთ.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.